ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მეხუთე ტალღას ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ, თუ არ ავიცრებით, ვითარება იქნება მძიმე

“კორონავირუსის მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან, მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთანაც. დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინირებულთა რაოდენობის კუთხით კარგი მაჩვენებელი თუ იქნება, მეხუთე ტალღას ქვეყანა შედარებით მსუბუქად გადაივლის.

„მაქსიმალურად თუ ავიცრებით, გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი. თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე. დიდი ალბათობით, კორონავირუსის მეხუთე ტალღას ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები