„ამ ნახატზე მე და ჩემი შვილები ვართ გამოსახული“ – პანდემიის პერიოდი, შთაგონება და „ქალი გაზაფხული“, სხვადასხვა ელფერით

ბავშობაში დადიოდ ხატვის წრეზე და გამოფენებ მონაწილეობდა. დამთავრ თბილისის მე10 საჯარო სკოლა, შემდეგ – მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.
საკუთარი ფერადოვანი, ორიგინალური სამყაროს შემოქმედია. ამბობს, რომ დიდი პაუზის შემდეგ, პანდემიის პერიოდში, დაიწყო ხატვა და სიყვარულით აგრძელებს. – მხატვარ დიანა დიდიას პერსონა.
– ხატვის წრეზე საინტერესო იყო იქ არა მარტო ჩემი, ბევრი სხვა ბავშვის საინტერესო ნამუშევრები იყო.
თოიძეში კი ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ… მქონდა ჩვენებაც დიპლომის აღებისას, ავიღე წითელი დიპლომი.
– პანდემია… ნაყოფიერი იყო თუ არა შემოქმედებითად ეს პერიოდი?
– სტუდენტობის მერე არ მიხატია. დიდი პაუზის შემდეგ, პანდემიის პერიოდში, დავიწყე ხატვა. თავიდან ჩემთვის ვხატავდი, გაყიდვა არც მიფიქრია, მაგრამ დიდი მოთხოვნის შემდეგ დავიწყე გაყიდვა, რამაც გაამართლა. ამაში ცოტა პანდემიაც დამეხმარა.
გაქვთ გვერდი – D.Didia’s Art. ფერადოვანი, რომანტიკული სამყარო… ნამუშევრებს შორის სჭარბობს ქალები ყვავილებით…
– ყველაზე მეტად მოთხოვნადი სწორედ ყვავილებიანი ქალია – „ქალი გაზაფხული“… ასეთი მრავალი სურათი მაქვს შექმნილი…
– ნახატების გარდა ხელნაკეთ აქსესუარებსაც ამზადებთ…
– ვაკეთებდი ხელნაკეთ სამკაულებს, აბადოკებს, ბაფთებს, ბროშებს და სხვადასხვა აქსესუარს. ესეც უდიდეს შრომას მოითხოვს, თუმცა გულის გადასაყოლებლად მშვენიერია. თითქოს მათი კეთებისას ვწყნარდები. მაგრამ შემდეგ გადავედი ხატვაზე.
– თქვენი ნამუშევრებიდან მაინც რომელს გამოარჩევდით?
– ყველაზე მეტად მიყვარს ნახატი, რომელზედაც მთელი ცხოვრებაა წარმოდგენილი, სამი დრო – ბავშვობა, ახალგაზრდობა და სიბერე.
ეს ნამუშევარი კი დიდი სიყვარულით დაიბადა. მე და ჩემი შვილები ვართ ნახატზე. ასე ჩავიფიქრე.
– ჰობი…
– მიყვარს ქარგვა, კერვა, ხატვა და ყველა ხელსაქმე. ჯერჯერობით გამოფენები არ მაქვს. საბედნიეროდ, თითქმის ყველა ნახატი გაყიდულია.
– თქვენს დიდ ოჯახში თუ უყვართ ხელსაქმე?
– მყავს ოჯახი, სამი შვილი. ორი ბიჭი და ერთი გოგო. ჩემს გოგონასაც უყვარს ხელსაქმე.  აკეთებს ბისერებით სამკაულებს და ასევე ხატავს.

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები