“მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ორჯერადად აცრილებს მადლობას უხდის და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აცრის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია.

“თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, ახლა 34 პროცენტია, მარტო პირბადით ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი გაანგარიშებებით კიდევ უფრო ნაკლებიც. ახლა ამბობენ უკვე, რომ 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ, მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, აცრის გარდა ვერაფრით დავამთავრებთ ამ პანდემიას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები