საფრანგეთში ბოლო ერთ თვეში მაკრონის რეიტინგი გაიზარდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ფრანგების 46% აფასებს.

აღნიშნული კომპანია BVA – Orange-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომელიც RTL-ის დაკვეთით მოხდა.

Le Figaro წერს, რომ ეს 6 პუნქტით მეტია, ვიდრე წინა თვეს იყო, როდესაც პრეზიდენტის მხარდაჭერა 40%-ის ნიშნულზე იყო.

აღინიშნება, რომ მაკრონის მხარდაჭერის ზრდა შეინიშნება მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ასე, მაგალითად, “მუშა” პროფესიების წარმომადგენლებში მისი მხარდაჭერა 7%-ით არის გაზრდილი და 40%-ს შეადგენს. ამასთანავე, ქვეყნის მდიდარ ფენაში მას მხარს მოსახლეობის 52% უჭერს.

ემანუელ მაკრონს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე განცხადება ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც მედია წერს,  საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობებიდან ჩანს, რომ კამპანიის მზადება მან უკვე დაიწყო.

ემანუელ მაკრონის ამჟამინდელი მხარდაჭერა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს ჰქონდათ მის წინამორბედებს არჩევნებამდე 7 თვით ადრე. ასე, მაგალითად, ნიკოლა სარკოზის რეიტინგი 32%-ს შეადგენდა, ფრანსუა ოლანდის კი, მხოლოდ 18%-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები