დავით ზალკალიანი ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევა-მარია ლიიმეტსის შეხვდა

გაერო’ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევა-მარია ლიიმეტსის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ვაჭრობისა და ტურიზმის, განათლებისა და კულტურის, ელექტრონული მმართველობისა და კომუნიკაციების მიმართულებით. მხარეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ ამ სფეროს უდიდესი პოტენციალი გააჩნია პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევის კუთხით.

ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა თავის ესტონელ კოლეგას განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის, რაც საქართველოს რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ზალკალიანის განცხადებით, ესტონეთის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია სრულ თანხვედრაშია საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებთან, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინსტიტუციური განვითარება, მეწარმეობის ხელშეწყობა და სხვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ესტონელ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, ხაზი გაუსვა ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კერძოდ, ზალკალიანმა თავის ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ესტონეთის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები