დავით ზალკალიანი რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი რუანდის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ვენსან ბირუტას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს და ყურადღება გამახვილდა ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.
დავით ზალკალიანმა თავის კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.