დავით ზალკალიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, რუსლან კაზაკბაევს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხირივ და მრვალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განხილული იქნა პრიორიტეტულ სფეროებში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები. ასევე, აღინიშნა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდის მნიშვნელობა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.