იტალიაში ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა

იტალიაში 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის რეფერენდუმზე.

ამის შესახებ ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

პეტიციით მთავრობას მოუწოდებენ 1930 წლის კანონში იმ მუხლის გაუქმებას, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, რომელიც ევთანაზიას დათანხმდა. პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებისათვის, რაც პროცედურის მეორე საფეხურია, აუცილებელი იყო 500 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

სასამართლოსთვის მიმართვა 8 ოქტომბერს მოხდება.

ასოციაცია Luca Coscioni-ს აქტივისტები მომხდარს “დიდ მიღწევას” უწოდებენ 15 წლის თავზე, როდესაც მძიმედ დაავადებულმა პოეტმა, მხატვარმა და აქტივისტმა, პიერჯორჯიო ველბიმ იტალიაში ნებაყოფლობითი სიკვდილის უფლების შესახებ დისკუსია წამოიწყო.

პარლამენტში პირველი წინადადება ევთანაზიის შესახებ კანონი 37 წლის წინ ჩავარდა.

ვატიკანი თანმიმდევრულად გმობდა ამ იდეას და “არსებითად ბოროტებად” აფასებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები