დავით ზალკალიანი მალტის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრ ევარისტ ბარტოლოს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი მალტის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, ევარისტ ბარტოლოს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული მისწრაფებების მიმართ.