დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2021 წლის 22 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ჰონდურასის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ლისანდრო როსალეს ბანეგასს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობას.

ჰონდურასის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები