საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 8.5%-ით არის მოსალოდნელი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და მომსახურების სფეროს გააქტიურების კვალდაკვალ და, ასევე, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის შედეგად, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული გამოცემის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს კიდევ 6.5% არის მოსალოდნელი.
ანგარიშში ხაზგასმულია ეკონომიკის ძლიერი აღდგენა გასული წლის 6.2%-იანი უკუსვლის შემდეგ, რასაც 2021 წლის პირველ ნახევარში 12.7%-იანი ზრდა მოჰყვა ბიზნესებისა და ოჯახების მიმართ მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და განვითარების პარტნიორების მოცულობითი დახმარების შედეგად.