მიხეილ სარჯველაძე: დესტაბილიზაცია და ხელოვნურად კონფლიქტის წარმოშობა არის ის, რაც ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად სჭირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია და ხელოვნურად კონფლიქტის წარმოშობა არის ის, რაც ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
„დესტაბილიზაცია და ყოველგვარი ტემპერატურის მატება და, ასე ვთქვათ, ხელოვნურად რაღაც კონფლიქტის წარმოშობა არის ის, რაც ამ წუთას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ხელისუფლებას. ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.