ჯანმო მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების კლებას აფიქსირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 13-19 სექტემბრის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 3 671 232 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 6-12 სექტემბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 60 ათასამდე პაციენტი შეეწირა, რაც ასევე 6-12 სექტემბერთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

კერძოდ, ინფიცირების კლება ფიქსირდება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 22%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 16%-ით; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 11%-ით; ამერიკაში 7 პროცენტით, ხოლო ევროპაში – 4-ით.

ამასთანავე, აფრიკაში 4%-იანი ზრდა შეინიშნება.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ყველა დიდი კლებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 27%-ით; ასევე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 20%-ით. ამასთანავე, გაზრდილია დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 7%-ით და ევროპაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები