დავით ზალკალიანი: პრემიერმინისტრის გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, გვსურს, სამხრეთ კავკასია გახდეს მშვიდობის და სტაბილურობის რეგიონი

“პრემიერმინისტრს გამოსვლაში ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მეთაური გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს იმ გამოწვევებზეც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან მომდინარეობს.

„ბუნებრივია, ჩვენ მადლიერნი ვართ იმ სოლიდარობის, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთობლივად დავძლიოთ ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც მომდინარეობს იგივე ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ამ თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, რაც თვალსაჩინოა და ძალიან ხელშესახებია ბოლო პერიოდში. ჩვენ გვსურს, სამხრეთ კავკასია გახდეს მშვიდობის და სტაბილურობის რეგიონი. სწორედ ამ თვალსაზრისით ჩვენს როლზე, მედიაციის როლზე სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების თვალსაზრისით ჩვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გვექნება საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები