რა პასუხი გასცა კალაძემ გახარიას მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

„მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე,“ – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეკითხვას – იზიარებს თუ არა კახა კალაძე მისი თანაგუნდელების პოზიციას, რომლებიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებენ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას, პირადი ურთიერთობის გამო, არ სურს ამ საკითხზე საუბარი.

„მე არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები