ბაიდენი: აშშ-სთვის “დაუსრულებელი ომების ეპოქა” დამთავრდა

“ავღანეთიდან გასვლით აშშ-მა დაუსრულებელი ომების ეპოქა დაასრულა”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

“ჩვენ დავასრულეთ 20-წლიანი კონფლიქტი ავღანეთში და ჩვენ ვიწყებთ დაუღალავი დიპლომატიის ახალ ეპოქას”, – თქვა მან.

მისივე თქმით, “სამხედრო ძალის გამოყენება უნდა იყოს უკანასკნელი და არა – პირველი ინსტრუმენტი და არ უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერ პრობლემაზე პასუხი”.

“ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ შეერთებული შტატები დაიცავს თავს და ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ძალა, მაგრამ თითოეული მისია უნდა იყოს მკაფიო და მიღწევადი”, – განაცხადა აშშ -ის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერაქტების მიმართ უფრო მდგრადი გახდა, ვიდრე – 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების დროს.

“დღევანდელი მსოფლიო არ არის 2001 წლის მსოფლიო და აშშ არ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ვიყავით, როდესაც 20 წლის წინ 11 სექტემბერს დაგვესხნენ თავს. დღეს ჩვენ უკეთ ვართ აღჭურვილნი ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უფრო მდგრადი ვართ მათი მოგერიებისა და პასუხის გაცემის საკითხში”, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები