ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დაკრძალეს

ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოკლული, 22 წლის ახალგაზრდა, ნიკა კვარაცხელია დაკრძალეს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი კრიმინალურ სამყაროს უკავშირდებოდეს. არსებული ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩამოსვლას ახალგაზრდის მამა, ე.წ. კანონიერი ქურდი, გია კვარაცხელია გეგმავდა, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ მოახერხა. პარალელურად, საქმეზე სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

22 წლის ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ 15 სექტემბერს დაჭრეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაუსწრებლად, წინასწარი პატიმრობა ორ პირს შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები