“ედინაია როსია”-მ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
რუსეთის მმართველმა “ედინაია როსია”-მ, კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს.
საკონსტიტუციო უმრავლესობა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში იქმნება, როდესაც პარტია მიიღებს 300 -ზე მეტ მანდატს.
“ხმების დათვლის წინასწარი შედეგების მიხედვით, “ედინაია როსია”-მ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო”, – აღნიშნეს პრესსამსახურში.
მანამდე იყო ცნობილი, რომ პარტიის კანდიდატებმა 198-ერთმანდატიან ოლქებში უპირატესობა შეინარჩუნეს.
17-19 სექტემბერს, რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სახელმწიფო სათათბიროში 5 პარტია შევა, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა.