ევროპულმა სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი 2006 წელს ლონდონში რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (ФСБ ) ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე.

ამის შესახებ ნათქვამია ლიტვინენკოს მეუღლის საქმის გადაწყვეტილებაში.

ლიტვინენკო ბრიტანეთში გადასახლებამდე, სადაც მას თავშესაფარი შესთავაზეს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში მუშაობდა. 2006 წელს ის რადიოაქტიური ნივთიერებით – “პოლონიუმ-210”-ით ლონდონში მოწამლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა, რომლებიც მოქმედებდნენ მითითებით.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, არსებობს მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისა, რომ ლუგოვი და კოვტუნი მოქმედებდნენ, როგორც რუსეთის სახელმწიფოს აგენტები. სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობამ არ წარადგინა მოვლენების სხვა დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა ან არ უარყო ბრიტანული გამოძიების დასკვნები.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა ეფექტური შიდა გამოძიება, რომელიც გამოიწვევდა ფაქტების დადგენასა და დამნაშავეთა დასჯას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება).

სასამართლომ რუსეთს დააკისრა ლიტვინენკოს ქვრივისთვის კომპენსაციის გადახდა 100,000 ევროს ოდენობით, ასევე, იურიდიული ხარჯების ანაზღაურება 22,5 ათასი ევროს ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები