თურქეთმა ყირიმში რუსეთის არჩევნები არ აღიარა

თურქეთი არ ცნობს რუსეთის არჩევნების შედეგებს ანექსირებულ ყირიმში, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

“თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ყირიმის ანექსიას. შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს, რომელიც ჩატარდა 17-19 სექტემბერს, მათ შორის, ყირიმში, თურქეთისთვის იურიდიული ძალის მქონე არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ყირიმის არჩევნების არაღიარების შესახებ განაცხადეს პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. ასევე, გუშინ ევროკავშირში განაცხადეს, რომ, ჯამურად, არჩევნები სერიოზული დარღვევით ჩატარდა, ყირიმის შედეგებს კი არ ცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები