მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკაში საკუთარი ადგილი არ გააჩნია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

სარჯველაძის აზრით, მელიას არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს სხდომა, მცდარია და მათ არ ესმით, რაში მდგომარეობს ოპოზიციის როლი პარლამენტში.

“არგუმენტები, რომელიც მოხმობილია ნიკა მელიას მხრიდან, არ არის სწორი, თუმცა, ადასტურებს ერთ მნიშვნელოვანს – ნიკა მელია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკაში საკუთარი ადგილი არ გააჩნია, თუ ხელისუფლებაში არ არიან და ადამიანებზე არ ძალადობენ. ისინი ვერ ხვდებიან, ზოგადად, რაში მდგომარეობს ოპოზიციის როლი საპარლამენტო ცხოვრებაში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, სავარაუდო ფარული მოსმენის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა “ლელოს” ეკუთვნის. ნიკა მელიას განცხადებით, “2 ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში “ნაციონალურ მოძრაობას” მონაწილეობის მისაღებად არ სცალია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები