პერმში, უნივერსიტეტზე მომხდარი თავდასხმის გამო, სამშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთში, პერმის მხარეში, უნივერსიტეტში მომხდარი ტრაგიკული თავდასხმის გამო, სამშაბათი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს დაშავებული 7 პირი სამკურნალოდ პერმიდან მოსკოვში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმა გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი.
20-მდე დაშავებული კვლავ საავადმყოფოებში რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია თავდამსხმელი, რომელიც დაკავების დროს დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები