კალაძე: უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში

თბილისის მერი, კახა კალაძე ე.წ. ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება. მისივე თქმით, სუს-ის მოვალეობა ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვაა, რაც ზოგჯერ სხვადასხვა პირის მოსმენასაც გულისხმობს, თუმცა, აუცილებელია, ეს კანონის ფარგლებში მოხდეს.

„დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებებისა და კომენტარის გაკეთება. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება. მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა – დიპლომატებსაც“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები