ერდოღანი ვიზიტით რუსეთში მიემგზავრება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიპ ერდოღანი ვიზიტით რუსეთში მიემგზავრება, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუმარტა, ამჟამად, ნამდვილად მიმდინარეობს თურქი ლიდერის ვიზიტის მომზადება.
პესკოვის თქმითვე, ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, სირიის პრობლემის განხილვას გეგმავენ.
“დღის წესრიგი ყველაზე ვრცელია, ორმხრივი ურთიერთობებით დაწყებული. ეს არის ძალიან მრავალმხრივი ურთიერთობა და პრეზიდენტებს ყოველთვის აქვთ სალაპარაკო ამ კონტექსტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, სირიაც იქნება განხილვის საგანი და სხვა რეგიონული კონფლიქტები,” – თქვა პესკოვმა.