“ყველა, ვინც იყო ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში, არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე” – დეკანოიძე ქარდავაზე
“ყველა ადამიანი, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე”, – აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მეგის ქარდავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მისივე თქმით, ძალოვანი უწყებების გადაცდომებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისმა პარტიამ 2012 წელს აიღო.
“იმ ძალიან მნიშვნელოვან შეცდომებსა და გადაცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და ყოველთვის იქნება, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს.
შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა ადამიანი, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.