გებრეისუსი “თალიბანთან” შესახვედრად ქაბულში ჩავიდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ვიზიტით ქაბულში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას TOLOnews ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტის მსვლელობისას გებრეისუსი “თალიბან”-ის წარმომადგენლებს შეხვდება.
აღინიშნება, რომ შეხვედრების მთავარი თემა იქნება “მსოფლიო ბანკისგან ავღანეთში ჯანდაცვის სექტორისთვის დახმარების შეწყვეტის პრობლემა, ასევე, მისი განახლების შესაძლებლობა”.