დღეიდან, ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდებს აცრიან

დღეიდან, ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა, ძირითადად, სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ თვლიან, რომ მათი სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.

12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ამ ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები