რუსეთში, პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი

რუსეთში, პერმის ნაციონალურ უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა, – ინფორმაციას სიბიეს-ის რუსული სამსახური ავრცელებს

მათივე ცნობით, სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათი ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

სროლის შედეგად დაიჭრა  რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთ დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თავდამსხმელი, ასევე, სტუდენტები, რომლებიც შენობიდან ხტებიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელმა უნივერისტეტში შეჭრამდე სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვს, რომ მისი ქმედება ტერორისტულ აქტად არ შეაფასონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები