არჩევნებში “გამარჯვების” შემდეგ, “ედინაია როსიას” ლიდერები შტაბში არ გამოჩენილან
რუსეთის მმართველი პარტიის – “ედინაია როსიას”-ს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი, ასევე, სიის პირველი ორი ნომერი – საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტიის შტაბში არ მისულან.
თუმცა, მანამდე იყო ცნობილი, რომ ყველა მათგანი მიიღებდა მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
როგორც პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა თქვა, “მედვედევი შტაბში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მოვიდა. ცოტა ხნის წინ ველაპარაკე მან. ძლიერი ხველა აქვს და ვერ შეძლო მოსვლა”.
კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ დიმიტრი მედვედევს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის თანამდებობის მიღება უნდოდა და პოლიტიკაში ამ გზით დაბრუნება, თუმცა, როგორც ჩანს, კრემლი მის განწყობებს არ იზიარებს.
რაც შეეხება ლავროვსა და შოიგუს, მედიას განუცხადეს, რომ “ისინი ძალიან დაკავებულნი არიან სამსახურში”.
ასევე, ხაზგასმას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე თვითიზოლაციაში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გადავიდა და ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ ვიდეომიმართვით მოუწოდა, თავად კი კენჭისყრაში მონაწილეობა ელექტრონულად მიიღო.