ოტავაში კოვიდვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

კანადის დედაქალაქ ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ, ​ კოვიდვაქცინაციის აუცილებლობისა და საკარანტინო შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მომიტინგეებს თან პლაკატები ჰქონდათ, წარწერებით: „ჩვენი უფლებებისთვის“, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, „არა ტირანიას“.

აქციის მონაწილეები სავალდებულო იმუნიზაციის წინააღმდეგ გამოდიან მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის, ასევე ვაქცინაციის პასპორტების შემოღებისთვის, რომლებიც მათი თქმით, საგრძნობლად ზღუდავს კანადელთა უფლებებს.

„ჩვენი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს შეზღუდვები სავსებით არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას. ხელისუფლება ჩვენს საზოგადოებას ჰყოფს ვაქცინირებულებზე – რომელთათვის ყველაფერი შეიძლება და არავაქცინირებულებზე – რომლებიც მეორეხარისხოვანები ხდებიან“,- აცხადებენ მომიტინგეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები