საფრანგეთში ბაიკერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გარდაიცვალა ერთი ადამიანი

საფრანგეთში, ქალაქ ტარბში, 150 ბაიკერი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 2 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი საგამოფენო პარკში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ფესტივალი „ამერიკული სალუნი“ გაიხსნა.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პირი, რომელმაც ერთ ადამიანს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ადგილიდან მიიმალა.
პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ჟერარ ტრემეჟმა ფესტივალის დაუყონებლივ დახურვის განკარგულება გასცა, ხოლო მონაწილეებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები