ავღანეთში აფეთქებების სერიას მახვერპლი მოყვა – “თალიბანმა” გამოძიება დაიწყო
ავღანეთში – ჯალალაბადსა და ქაბულში მომხდარ აფეთქებათა სერიას, სულ მცირე, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
დაშავებულია 30-მდე ადამიანი. „თალიბანი“ აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა. დაშავებულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.