“თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთის საშუალო სკოლებში მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი მოსწავლეები და მასწავლებლები დაიშვებიან
დაჯგუფება „თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთის საშუალო სკოლებში მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი მოსწავლეები და მასწავლებლები დაიშვებიან.
ამასთან, „თალიბანმა“ ქალთა საქმეთა სამინისტრო დახურა და ის ჩაანაცვლა დეპარტამენტით, რომელიც ოდესღაც მკაცრ რელიგიურ დოქტრინებს აღასრულებდა.
როგორც „თალიბანის“ წევრები აცხადებენ, ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ უფლება, ისწავლონ ბიჭებთან ერთად. ამასთან,მათთვის შემუშავებული იქნება დრესკოდი.