გერმანიაში ასობით ადამინმა ვადაგასული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა
გერმანიის მოსახლების ვადაგასული კოვისაწინააღმდეგო ვაქცინა Moderna გაუკეთდა. ასეთი ვაქცინა საერთო ჯაში 840-მა ადამიანმა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.
ინციდენტი გერმანიის სამ ქალაქში მოხდა: ზინდელფინგენში, როიტლინგენსა და ესლინში.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი არასწორი მარკირებაა ვაქცინის შეფუთვაზე. მითითებული ვარგისიანობის ვადა მეტი იყო ვიდრე სანიტარული ნორმებით არის განსაზღვრული – 3 თვე ნაცვლად 30 დღისა. როგორც ადგილობრივი ექიმები აცხადებენ ისინი ვერაფერ საგანგაშოს ვერ ხედავენ, ვინაიდან ვაქცინის შენახვის რეჟიმი არ დარღვეულა და პრეპარატი მუდამ სპეციალურ მაცივარში იყო მოთავსებული.