კახა კალაძე: იაკობ გოგებაშვილის საფლავს მერიის სამუშაოების გამო არ შექმნია პრობლემა
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძემ იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში გამოეხმაურა.
კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
“პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არაფერი არსად არ გაბნეულა და არც სამუშაოების გამო შექმნილა პრობლემა. საფლავის სიძველის გამო დაზიანება იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც საუბრობენ. რა თქმა უნდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა: ეცნობა შესაბამის სამსახურებს, ასევე, კომუნიკაცია იყო საპატრიარქოსთან და ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც წესი და რიგია. ზოგადად, პანთეონს ჰქონდა პრობლემები-არ არსებობდა სადრენაჟე სისტემა და უხვი ნალექის დროს, პირდაპირ საფლავებზე გადადიოდა წყალი. სამუშაოები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, ის ინფორმაცია, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ, სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.