ირაკლი კობახიძე: რასაც სააკაშვილი, უგულავა აკეთებენ, ამორალურია – დავალების მიმცემები იყვნენ ისინი და დღეს ცდილობენ, ხელი შეაწმინდონ მეგის ქარდავას, რომელიც თავისთავად უმძიმესი დამნაშავეა

სააკაშვილი, უგულავა და ა.შ. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ყველაფერთან ერთად, ამორალური, ერთი მარტივი მიზეზის გამო, დავალების მიმცემები იყვნენ ისინი და დღეს ცდილობენ, რომ ხელი შეიწმინდონ ამ კაცზე (მეგის ქარდავაზე), – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

„სააკაშვილი, უგულავა და ა.შ. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ყველაფერთან ერთად, ამორალური, ერთი მარტივი მიზეზის გამო, – დავალების მიმცემები იყვნენ ისინი და დღეს ცდილობენ, რომ ხელი შეიწმინდონ ამ კაცზე, რომელიც თავისთავად არის უმძიმესი დამნაშავე, მაგრამ როდესაც შენ ცდილობ, რომ ხელი შეიწმინდო მხოლოდ ერთ ადამიანზე, ეს არის ამორალური, როდესაც ერთ საქმესა და ერთ უმძიმეს დანაშაულში იყავით.

რა მორალზე ვსაუბრობთ, როდესაც საქმე ეხება სააკაშვილს, უგულავას და მათნაირ ადამიანებს. შეცდომებს კი არა, დავალებებს ისინი აძლევდნენ, ისინი იყვნენ სწორედ ლიდერები იმ უმძიმესი სისხლიანი რეჟიმის, სწორედ ეს არის ამორალური, ნაცვლად იმისა ისაუბრონ საკუთარ უმძიმეს დანაშაულზე და პირველხარისხოვანი სწორედ მათი დანაშაულია, რადგან ისინი იყვნენ დავალების მიმცემები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ დღეს გადაცემაში „360“ განაცხადა, რომ მის შეცდომად თვლის, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში იყო, „მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე.“

შეგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები