“შეკვეთილი მკვლელობა” – მეგის ქარდავას, წარდგენილი ბრალდებიდან ერთ-ერთით, მას უვადო პატიმრობა ემუქრება

მეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები