ადვოკატი: მეგის ქარდავა სასამართლოს განაჩენების გასაჩივრებას გეგმავს

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხუთივე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელთათვისაც ის მსჯავრდებულია, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ უფლებადამცველმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა.

„დაიწყება სასამართლო პროცედურები, სხდომები განახლდება. ჩვეულებრივ, ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს იმ განაჩენებს, რომლებიც გამოტანილია. როცა პიროვნება ძებნილია, ის არ აღიარებს დანაშაულს, – ასე მოიაზრება… ასე, დისტანციურად ვერავინ ვერ აღიარებს. არცერთ განცხადებაში მას არ უღიარებია და პირიქით, ყოველთვის კატეგორიულად გამორიცხავდა ყველაფერს, ამას პოლიტიკურ დევნას უწოდებდა“, – ამბობს ადვოკატი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები