ევროპარლამენტარები ევროკომისიას “გაზპრომის” საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტართა ჯგუფი მიმართავს ევროკომისიას, გამოიძიოს “გაზპრომის” ქმედებები „ჩრდილოეთის ნაკად2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
წერილი ინიცირებულია ევროდეპუტატის, ლიეტუვის ყოფილი პრემეირმინისტრის, ანდრიუს კუბილიუსის მიერ. წერილს ხელს აწერს 40 დეპუტატი, მათ შორის 16 პოლონელია.
“დეპუტატები ადანაშაულებენ რუსეთის მონოპოლისტს საბაზრო მანიპულირებასა და შანტაჟში, რათა მიიღონ თანხმობა “ჩრდილოეთ კანად2-ის” გაშვებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
საუბარია “ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვასა და ფასების ზრდაზე”, რაც, დეპუტატების თქმით, “ევროპელ ელექტრომომხმარებელს ელექტროენერგიის საფასურს გაუზრდის”.
”ეს იწვევს ეჭვებს, რომ “გაზპრომი” მიზანმიმართულად ცდილობს ზეწოლას ევროპაზე, რათა მიიღოს თანხმობა “ჩრდილოეთ ნაკად2”-ის გაშვებაზე, მიუხედავად მისი ევროპულ ნორმებთან შეუთავსებლობისა”, – ნათქვამია წერილში.