ალბანეთის ახალ მთავრობაში მინისტრების უმრავლესობა ქალია

ალბანეთის პარლამენტმა დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელშიც ადგილების უმეტესობას ქალები დაიკავებენ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა მას შემდე, რაც ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა დამკვიდრდა.

პარლამენტის სხდომა 20 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, რომლის შედეგად ქვეყნის პრემიერად, მესამედ, ედი რამა იქნა არჩეული. მისი პარტია აპრილის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ედი რამას კაბინეტში 17 მინისტრიდან 12 ქალია.

”გენდერულ დისკრიმინაციასადა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ ისევ მიმდინარეობს და დასასრულამდე შორია”, – თქვა რამამ.

​მის მთავრობამ მხარი 140-დან 77-მა კანონმდებელმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები