CNN: ფხენიანი გამდიდრებული ურანის საწარმოს აფართოებს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღისთვის ურანის გამდიდრების მწარმოებელ ძირითად ობიექტს აფართოებს.

როგორც CNN-ს შეიარაღების საკითხების ექსპერტმა, მიდლბერის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორმა, ჯეფრი ლუისმა განუცხადა, კომპანია Maxar-ის მიერ გადაღებული სურათები აჩვენებს, რომ იონბენში, ბირთვული კვლევების კომპლექსის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებისთვის ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

ექსპერტის აზრით, ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ფხენიანს ბირთვული მასალების წარმოება 25%–ით გაზარდოს.

ჩრდილოეთ კორეამ 15 სექტემბერს ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. რაკეტებმა 60 კილომეტრის სიმაღლეზე, დაახლოებით, 800 კილომეტრი იფრინეს.

მანამდე, 11 და 12 სექტემბერს ფხენიანმა შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები გაუშვა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა რაკეტების გაშვებას “პროვოკაცია” უწოდა, რაც ჩრდილოეთ კორეაში უკმაყოფილების საგანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები