ჯანმო-მ რუსული ვაქცინის დამტკიცების პროცესი შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული ვაქცინის – Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

ამის შესახებ ჯანმო-სთან არსებული, ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწემ, ჟარბას ბარბოსამ განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ბარბოსამ თქვა – “რაც შეეხება Sputnik V-ის დამტკიცებას, ეს პროცესი შეჩერებულია, რადგან ვაქცინის წარმოების ერთ-ერთი ქარხნის შემოწმებისას დადგინდა, რომ ის წარმოების ახალ პრაქტიკას არ შეესაბამება”.

მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ რუსული ვაქცინის მწარმოებლები არ მიიღებენ აუცილებელ ზომებს და არ ჩატარდება ახალი შემოწმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები