რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დაიწყო
რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების არჩევის სამდღიანი კენჭისყრა დაიწყო.
სახელმწიფო სათათბიროს ირჩევენ ხუთი წლის ვადით. 450 დეპუტატიდან 225 აირჩევა 14 პარტიის სიით, 225 – ერთმანდატიანი ოლქებიდან. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ უნდა გადალახოს 5% -იანი ბარიერი.
კენჭისყრაში მონაწილეობენ პარტიები: კომუნისტური პარტია (КПРФ), “მწვანეები”, ვლადიმერ ჟირინოვსკის ЛДПР, “ახალი პირები”,”ერთიანი რუსეთი”(«Единая Россия»), “სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის («Справедливая Россия — За правду»), “იაბლოკო”, “განვითარების პარტია”, “თავისუფლებისა და სამართლიანობის რუსეთის პარტია”, “რუსეთის კომუნისტები”, “სამოქალაქო პლატფორმა”, “მწვანე ალტერნატივა”, “სამშობლო” და “სოციალური სამართლიანობისთვის პენსიონერთა რუსეთის პარტია”.
რუსეთის 9 რეგიონში, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გარდა, გაიმართება გუბერნატორების არჩევნები: ჩეჩნეთში, ხაბაროვსკის მხარეში, ტუვაში, მორდოვიაში, ტვერში, ტულაში, ულიანოვსკში, პენზაში და ბელგოროდის რეგიონებში.
ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები ასევე ჩატარდება 39 რეგიონში.
საზღვარგარეთ, 144 სახელმწიფოში ხმის მისაცემად 344 საარჩევნო უბანი შეიქმნა.