გაერო: პანდემიის მიუხედავად კლიმატის ცვლილების ტემპი არ შენელებულა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით კლიმატის ცვლილების ტემპი COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შენელებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პეტერი ტაალასის თქმით, ეპიდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა ვარდნამ ნახშირორჟანგის გამოყოფის მხოლოდ დროებით შემცირება გამოიწვია, თუმცა ეს ატმოსფეროში არსებული სათბურის აირების რაოდენობის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის საერთო ანგარიშში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია წერს , რომ თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, ,,პარიზის შეთანხმების“ ფარგლებში გათვალისწინებული პირობის დაცვა ვერ მოხერხდება, რაც 2030 წლისათვის გლობალური საშუალო ტემპერატურის 1.5 გრადუსით შემცირებას გულისხმობს.

”თუ არ მოხდება სათბურის აირების გამოყოფის დაუყოვნებელი, სწრაფი და ფართომასშტაბიანი შემცირება, საშუალო გლობალური ტემპერატურის კლება 1.5C-ით შეუძლებელია, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს ადამიანებსა და პლანეტას, რომელზედაც ჩვენ ვართ დამოკიდებული”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიო გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები