გერმანიაში სინაგოგაზე თავდასხმა აღკვეთეს – დაკავებულთა შორის არასრულწლოვანია

გერმანიის პოლიციამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სინაგოგაზე თავდასხმის შესაძლო მზადების საქმეზე ოთხი პირი დააკავა.

Spiegel-ის ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის ერთი 16 წლის მოზარდია.

დუსელდორფის პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებას ანტიტერორისტული ორგანოები შეუერთდნენ.

აღინიშნება, რომ ხელისუფლებამ მიიღო ძალიან სერიოზული და კონკრეტული ინფორმაცია, რომ ებრაულ დღესასწაულის იომ-ქიფურის დროს ქალაქ ჰაგენის სინაგოგაზე თავდასხმა იგეგმებოდა.

გუშინ სამართალდამცველებმა სინაგოგასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა, ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები