მამუკა წოწერია: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდება

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი თხილის საწარმოო პროცესს გადამამუშავებელ ქარხანა „ტურგალ გრუპში” გაეცნო. კომპანიას სამეგრელოში წარმოებული თხილისგან შექმნილი ნედლეული და გადამუშავებული მასალა ექსპორტზე ევროპაში გააქვს. საწარმოს ISO სერტიფიკატის მფლობელია და 50-ზე მეტი ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

„ტურგალ გრუპის” დირექტორი, ბიზნესმენი მაია მიქავა ასევე ფლობს აგროსახლს, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს აერთიანებს, აგროსახლი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რომელიც იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა, ლაბორატორია ნიადაგისა და სურსათის თანამედროვე კვლევებს ატარებს, აქვე მდებარეობს სასწავლო-გადამზადების ცენტრი და ზოოვეტერინარული კლინიკა.

მამუკა წოწერია საწარმოსა და აგროსახლში პროპორციული სიის პირველ ნომერს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ყურაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მერობის კანდიდატის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგეს და ეს პროცესი მეტი მხარდაჭერით გაგრძელდება.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ მიმართულებით მხარდაჭერა. არის ძალიან დიდი რესურსი, პროგრამები სოფლის მეურნეობის განსავითარებლად და დღეს ჩვენ ვსტუმრობდით საწარმოში, რომელიც არის ნათელი მაგალითი საერთაშორისო სანდო პარტნიორობის რაც საბოლოო ჯამში იწვევს ამ საწარმოს ფინანსურ და ოპერაციულ სტაბილურობას. ასევე, მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხიც, სადაც დასაქმებულია 50 ადამიანზე მეტი და  ვესტუმრეთ აგრო სახლს, რომელიც ასევე არის ნათელი მაგალითი კომპლექსური სერვისული მომსახურების, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევები, ნიადაგის, კვების პროდუქტების კვლევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრული სერვისი შეთავაზებულია, ასევე ვეტერინარული მომსახურების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სასწავლო ცენტრი, რომელიც აქ მდებარეობს. სახელმწიფო ასეთი სერვისული, კომპლექსური მიწოდების განვითარებით არის დაინტერესებული და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენგან”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები