საფრანგეთში 3 ათასამდე აუცრელმა მედიკოსმა სამსახური დაკარგა

საფრანგეთში 3 ათასამდე მედიკოსს, ზრუნვის სხვა სფეროს მუშაკს, მათ შორის, დამხმარე პერსონალს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდა, რადგან ისინი კორონავირუსისგან აცრას არ დათანხმდნენ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ კატეგორიის ადამიანებს 15 სექტემბრამდე უნდა გაეკეთებინათ ვაქცინის, სულ მცირე, პირველი დოზა, ხოლო ორივე ინიექცია 15 ოქტომბრამდე შეეყვანათ.

თუმცა, მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, ნუსხას ადამიანები გამოაკლდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი აცრას დათანხმდა.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა საბერძნეთშიც, სადაც 2 სექტემბრიდან მედიცინის 6 ათასამდე მუშაკი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები