ფხენიანმა რაკეტა მატარებლიდან გაუშვა

 

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტა მატარებლიდან გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას NHK ჩრდილოეთ კორეულ გაზეთ Nodong Sinmun -ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასწავლო გაშვება სარკინიგზო სარაკეტო პოლკმა განახორციელა. ამავე დროს, არ არის დაზუსტებული, რა ტიპის რაკეტა იქნა გაშვებული.

გაზეთის თანახმად, წვრთნები ჩატარდა ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ მთიან რეგიონში.

რაკეტამ სამიზნე იაპონიის ზღვაში 800 კილომეტრის მანძილზე ზუსტად გაანადგურა. ამავდროულად, გაზეთი არ აკონკრეტებს, ესწრებოდა თუ არა რაკეტის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი.

ერთი დღით ადრე, იაპონიაში განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა, რომელიც იაპონიის ტერიტორიული წყლებისა და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები