“საუბარია იმაზე, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რუსეთთან თანამშრომლობის დაბრუნება შეუძლებელია” – კულება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის მიერ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობის გამკაცრების შესახებ მიღებულ რეზოლუციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება გამოეხმაურა და მიღებული დოკუმენტი დადებითად შეაფასა.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი აღნიშნავს ნორმალურ თანამშრომლობაში დაბრუნების შეუძლებლობას, რასაც, ჩვეულებრივ, ბიზნესს უწოდებენ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკასა და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, რომელშიც უკრაინაც შედის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კი, არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში “, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.

ევროპარლამენტმა დღეს ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრის, ევროდეპუტატის, ანდრიუს კუბიულიუსის მოხსენების ტექსტს დაუჭირა მხარი, რომელშიც რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი.

სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში არის მოწოდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ; ევროპული თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებაზე, რომ მოხდეს შეკავება და წინააღმდეგობის გაწევა რუსეთისთვის სამხრეთ და აღმოსავლეთის მეზობლების საქმეებში ჩარევის შემთხვევაში; უნდა მოხდეს სტრატეგიის შემუშავება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ რესურსებსა და ლითონის მარაგზე; 16-19 სექტემბრის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების არაღიარება, თუ ისინი ჩატარდება არაკეთილსინდისიერად და დემოკრატიული პრინციპების დარღვევით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები