პუტინის გარემოცვაში კორონავირუსით ათობით ადამიანია ინფიცირებული

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მის გარემოცვაში კორონავირუსით “არა ერთი და ორი”, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანია ინფიცირებული.

ამის შესახებ მან ონლაინ-რეჟიმში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების სამიტზე თქვა.

”თქვენ იცით, რომ, სამწუხაროდ, დუშანბეში ვიზიტის გაუქმება ბოლო მომენტში მომიწია. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ, როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი ჩემს უშუალო გარემოში. ეს არ არის ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანია. ახლა უნდა დავიცვათ თვითიზოლაციის რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში”, – თქვა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში 14 სექტემბერს გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები